თეგი: სუეცის არხი

ეგვიპტე სუეცის არხზე გემების გავლის საფასურს ზრდის

ეგვიპტის ხელისუფლება სუეცის არხზე ყველა ტიპის გემების გავლის საფასურს 2023 წლიდან 15%-ით გაზრდის. ამის შესახებ დღეს სუეცის არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უსამა რაბიამ განაცხადა. „2023 წლის იანვრიდან, სუეცის არხით ყველა ტიპის გემების გადაადგილების საფასური გაიზრდება 15%-ით, ნაყარი გადამზიდავებისა და ტურისტული გემების საფასური 10%-ით “, - ნათქვამია არხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში. როგორც რაბიამ აღნიშნა, რომ სუეცის არხის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება, გლობალურ ეკონომიკაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მიიღო. კერძოდ, „ტანკერების დაქირავების ღირებულება მიმდინარე წლის განმავლობაში გაიზარდა 88%-ით, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავი გემების ღირებულება - 11%-ით“, - განმარტავენ სუეცის არხის ადმინისტრაციაში.  

კატარი და რუსეთი წითელ ზღვაში ოპერირებას თავს არიდებენ - მედია

თხევადი ბუნებრივი აირის მომწოდებლები, მათ შორის, კატარი და რუსეთი, წითელ ზღვას „ჰუსიტი“ ბოევიკების თავდასხმების გაზრდილი რისკისა და დოჰადან ესკალაციის შესახებ გაფრთხილებების ფონზე თავს არიდებენ. როგორც Bloomberg-ი წერს, LNG ტანკერები უერთდებიან გემების ნაწილს, რომლებიც სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის გარშემო გაცილებით გრძელ მარშრუტს გადიან, რადგან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გემების მარშრუტებს ცვლის და ინდუსტრიას ქაოსის წინაშე აყენებს. „შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების თავდასხმები იემენში, ჰუსიტების პოზიციებზე,  შექმნის შემდგომი ესკალაციისა და შემდგომი გაფართოების მაღალ რისკს,“ განაცხადა კატარის პრემიერ მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.  

გაერო: სუეცის არხის გავლით ვაჭრობის მოცულობა 42%-ით დაეცა

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა. მისი თქმით, სუეცის არხზე ყოველკვირეულად გამავალი საკონტეინერო გემების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 67 პროცენტით, ნავთობის ტრანზიტი კი, 18 პროცენტით შემცირდა. ”ძალიან შეშფოთებულები ვართ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო,” - განაცხადა გაეროს ექსპერტმა. წითელი ზღვა და სუეცის არხი მსოფლიო ვაჭრობის ცენტრალური სავაჭრო მარშრუტებია. სუეცის არხს ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 ათასი გემი გაივლის. იემენელი მეამბოხეების თავდასხმების გამო ბევრმა მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიამ გადაწყვიტა ამ მარშრუტისთვის თავის არიდება. აზიასა და ევროპას შორის მარშრუტზე საკონტეინერო გემებს უწევთ აფრიკის გავლით, შემოვლითი გზით სარგებლობა რაც მნიშვნელოვნად მეტ დროს და საწვავისთვის ასობით ათასი ევროს ოდენობის დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია 19 იანვარსაც გავრცელდა. 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს. აშშ-მ და ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ხელმძვანელობას სანქციები დაუწესეს  

შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები

ბოლო ორი წლის გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის) მნიშვნელობა მკვეთრად გაზარდა. პირველ რიგში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და გასული წლის ბოლოდან ჰუსიტების თავდასხმა წითელ ზღვაში, გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე. სატრანსპორტო დერეფნები აზიიდან, ძირითადად ჩინეთიდან ევროპისაკენ, და ევროპელების მიერ მოხმარებული პროდუქტების მიწოდების ჯაჭვები შეფერხებულია, რამაც საბოლოოდ ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ თემას აზერბაიჯანული მედია სტატიას უძღვნის და ანტალიის ფორუმზე გაკეთებული განცხადებები მოჰყავს. კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიკმატ ჰაჯიევმა ფორუმზე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კავკასიის ტერიტორიის გავლით ჩინეთსა და ევროკავშირს შორის წლიური სავაჭრო ბრუნვა 700 მილიარდ დოლარს აღემატება. „ამჟამად ჩრდილოეთ დერეფანი პრაქტიკულად პარალიზებულია ცნობილი მიზეზების გამო, რაც ზრდის კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას, რომელიც არის ცენტრი ამ ორ სავაჭრო პარტნიორს შორის. „ამრიგად, სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს შეუძლია, უზრუნველყოს ფართო სტრატეგიული კავშირი, რაც აზერბაიჯანული მხარის განზრახვაა. ჩვენ ვხედავთ დამატებით აქცენტს რეგიონის პოტენციალზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ევროპაში,“ - განაცხადა ჰაჯიევმა. „ახლახან ბალკანეთისა და შავი ზღვის ფორუმის ფარგლებში, როგორც ჩინეთმა, ასევე ევროკავშირმა გამოხატეს საერთო ინტერესი შუა დერეფნის განვითარების მიმართ - გეოპოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ევროპულმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოყონ 10 მილიარდი ევრო ცენტრალური აზიის რეგიონში სატრანსპორტო კავშირების, პირველ რიგში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის,“ ვკითხულობთ სტატიაში.  როგორც ცნობილია, წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაწყებიდან, სუეცის არხის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 55%-ით შემცირდა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შეფასებით, სუეცის არხმა ტვირთის დაახლოებით ორი მესამედი წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო დაკარგა და ეს ტვირთი ახლა სამხრეთ აფრიკაში გადის. რიგმა გადამზიდავმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მთლიანად შეაჩერონ ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით. ამ ფონზე, გადამზიდავები გრძელ შემოვლით მარშრუტს ირჩევენ კეთილი იმედის კონცხის გავლით (აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი; მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კაპის ნახევარკუნძულზე, კეიპტაუნის სამხრეთით, რედ.), იმავდროულად, ევროკავშირში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ შუა დერეფანს, რომელიც გადის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ტერიტორიაზე - იგი განიხილება როგორც ოპტიმალური ვარიანტი თურქეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ბაზარზე, დროისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.  აერბაიჯანული მედიის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი შუა დერეფნის კომბინირებული საზღვაო და სარკინიგზო კომპონენტის შესაძლებლობების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობდა, რაც ასევე მოიცავს საქონლის გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალითა და ბაქოს პორტით. როგორც ჰაჯიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ახორციელებს ინვესტიციას ბაქოს ალათის პორტის გამტარუნარიანობის გასაზრდელად, რათა წელიწადში 25 მილიონ ტონას მიაღწიოს. „აზერბაიჯანმა ახლახან დაიწყო დამატებითი ინვესტიციების განხორციელება საქართველოსთან ერთად BTK-ის ქართული სეგმენტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით. ჩვენ თურქ კოლეგებთანაც შევთანხმდით ყარსიდან ნახიჩევანამდე რკინიგზის გაყვანაზე,“ - განაცხადა აზერბაიჯანი პრეზიდენტის თანაშემწემ. 230 კილომეტრიანი ხაზი ყარსი-იგდირიდან დაიწყება და ნახიჩევანამდე გაგრძელდება. იქიდან ხაზი დაუკავშირდება ირანის, ავღანეთისა და პაკისტანისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზს. ამდენად, თურქეთს ლოგისტიკაში დიდი უპირატესობა ექნება. რაც შეეხება BTK-ის ქართულ მონაკვეთზე მუშაობას, სტატიის ავტორი წერს, რომ მისი დასრულება ორ თვეში იგეგმება. დღეს საქართველოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების სამმხრივი შეხვედრა იმართება, სადაც განიხილება ამ სამუშაოს განხორციელების მიმდინარეობა და დაჩქარება. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, რაც აუცილებელი პირობაა დამატებითი ტვირთების ნაკადების მოსაზიდად. საწყის ეტაპზე, მოდერნიზაციის შემდეგ, BTK-ის გავლით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 5 მილიონ ტონას შეადგენს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. კერძოდ, შუა დერეფნის მარშრუტების გასწვრივ მატარებლებითა და სატვირთო მანქანებით (non-oil) ტვირთის, მათ შორის, საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვას საშუალოდ დაახლოებით 20-25 დღე სჭირდება, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ჩინეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ტვირთის გადაზიდვასთან შედარებით, საზღვაო გზით, იმედის კონცხის შემოვლით სამხრეთ აფრიკაში, რასაც საშუალოდ თვენახევარი მაინც სჭირდება. საქონლის მიწოდებას ტრადიციული მარშრუტებით, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და საპირისპირო მიმართულებით - 53 დღე სჭირდება (თუ გადაიგზავნება სუეცის არხით). „რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდემა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით,“ წერს აზერბაიჯანული მედია. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში